პუტინი: ზოგჯერ ლავროვს ვახსენებ, რომ თავდაცვის მინისტრი არ არის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის" წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ზოგჯერ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მის თანამდებობას ახსენებს.

"დიდი საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ დიპლომატებს ძალიან აქტიური, შემტევი პოზიციები აქვთ - ზოგჯერ სერგეი ლავროვს ვახსენებ კიდეც, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრია და არა თავდაცვის." - თქვა პუტინმა.

71 წლის ლავროვი რუსეთის საგარეო უწყებას 2004 წლიდან ხელმძღვანელობს.