ბრიტანეთმა "ფაიზერის" ვაქცინის 35 მილიონ დოზაზე კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა, ამის შესახებ მთავრობამ ორშაბათს განაცხადა. აცრების ამ დოზებს ბრიტანეთი 2022 წლის მეორე ნახევარში მიიღებს.
აპრილში, გაერთიანებულმა სამეფომ "ფაიზერის" ვაქცინის 60 მილიონი დოზა უკვე იყიდა. ჯამში ბრიტანეთმა 135 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა.
მთავრობის განმარტებით, ეს ქვეყანას დაეხმარება მზად იყოს ვირუსის ახალი ტალღებისთვის და ჰქონდეს "ბუსტერების" საკმარისი მარაგი.
იმავე განცხადებაში ბრიტანეთის ხელისუფლება ამბობს, ქვეყანა ვაქცინის 100 მილიონ დოზას "კოვაქს" პლატფორმით სხვა სახელმწიფოებს შესწირავს.