უკრაინამ სავალუტო ფონდისგან 2.7 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 2.7 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პირველი მოადგილე, ეკატერინა როჟკოვა ავრცელებს.

"დღეს 1.9 მილიარდი ჩაირიცხა უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე, საუკეთესო საჩუქარია დამოუკიდებლობის დღისთვის! გაუმარჯოს უკრაინას!" - წერს როჟკოვა.

თანხის დარჩენილ ნაწილს უკრაინა მომავალში მიიღებს.

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა.