თალიბანი ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტთან ახალ მთავრობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

თალიბანი ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაისთან ახალი, "ინკლუზიური" მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

The New York Times-ის ცნობით, ქაბულის გუბერნატორი მოლა აბდულ რაჰმან მანსური ყარზაის და აბდულა აბდულას ესაუბრა. შეხვედრები აბდულას სახლში შედგა, რომელსაც ტომების ლიდერები ესწრებოდნენ.

ყარზაი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2001-14 წლებში იკავებდა, აბდულა აბდულა კი წარსულში ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შემდგომში კი თალიბანს ის ძებნილთა სიაში ჰყავდა შეყვანილი.

Guardian-ის ინფორმაციით ყარზაი თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს, ანას ჰაკანის შეხვდა, რომელიც საერთაშორისო ტერორისტების სიაშია.

რა სახეს მიიღებს ავღანეთის ახალი მთავრობა უცნობია, თუმცა, თალიბების თქმით ავღანეთი დემოკრატია არ იქნება.

"ჩვენ არ ვიმსჯელებთ რა ტიპის პოლიტიკური სისტემა იქნება ავღანეთში, რადგან ეს ისედაც ცხადია - შარიათის კანონები", - თქვა თალიბანის ერთ-ერთმა ლიდერმა ვაჰედულა ჰაშიმიმ.