მერკელი: გერმანია რუსულ გაზზე უარს 2045 წელს იტყვის

გერმანია კლიმატური ნეიტრალურობის მიღწევას 2045 წლისთვის გეგმავს, სწორედ ამ პერიოდში იტყვის გერმანია უარს რუსეთიდან მიწოდებულ ბუნებრვ აირზე. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთა გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. 

"სწორედ ამიტომ ბუნებრივ აირზე დამოკიებულება შემცირდება და არ იქნება საჭირო მისი მიღება არც 'ჩრდილოეთ ნაკადი - 2-ით' და არც უკრაინის გავლით," - განაცხადა მერკელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კიევი მზად უნდა იყოს მოვლენების ამ სცენარით განვითარებისთვის.

კანცლერის თქმით, ჩნდება 'მწვანე ენერგეტიკაში' პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები.

გარდა ამისა, კიევის მხარდასაჭერად იგეგმება სპეციალური 1 მილიარდიანი ფონდის შექმნა, რომელშიც გერმანია 175 მილიონ დოლარს შეიტანს.