ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ჯარისკაცებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. პენტაგონის ეს გადაწყვეტილება მარეგულირებლის მიერ "ფაიზერის' ვაქცინის სრულ ავტორიზაციას მოჰყვა.
"თავდაცვის დეპარტამენტი სავალდებულო ვაქცინაციისთვის ემზადება, დროში გაწერილი დეტალური გეგმა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", - განაცხადა პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ.
ორშაბათს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მისცა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ამერიკაში ვაქცინაცია უფრო მეტ დაწესებულებაში იქნება სავალდებულო.