22 აგვისტოს რუსეთში კორონავირუსით 20 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
იმავე დღეს ქვეყანაში 762 ადამიანი დაიღუპა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსმა 176 044 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ვირუსით დაღუპულების ალტერნატიულ სტატისტიკას აწარმოებს რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სააგენტო. მათი მონაცემებით 2020 წლის აპრილიდან დღემდე კორონავირუსს 315 000 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტები რუსეთის ოფიციალურ მონაცემებს არ ენდობიან და თვლიან, რომ გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რეალური რიცხვები ბევრად მაღალია.
რუსეთის მოსახლეობის 23.8% (34.3 მილიონი მოქალაქე) სრულად აცრილია.