ბრიტანეთის ხელისუფლება ანტისხეულებზე მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას აპირებს, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა განაცხადა.
ტესტირების კამპანიაში ყოველდღიურად 8000 მოხალისე იქნება ჩართული. ანტისხეულების ტესტით დადგინდება მოსახლეობის რა ნაწილია აცრილი ან წარსულში ინფიცირებული.
კვლევაში მონაწილეებს ორი ტესტი ჩაუტარდებათ - ერთი კორონავირუსის დადასტურებისას, ხოლო მეორე 28 დღის შემდეგ, რათა გაიზომოს ანტისხეულების რაოდენობა.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კვლევა საშუალებას მისცემს უკეთ გაანალიზოს სხვადასხვა ვაქცინებისა და ვირუსის განსხვავებული ვარიანტების ეფექტი.