ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გამორიცხა ავღანეთიდან ლტოლვილების მიღება.
ავსტრიულ ტელევიზია Puls 24-თან ინტერვიუში კურცმა განაცხადა, რომ ის ღიად ეწინააღმდეგება ავსტრიაში უფრო მეტი ადამიანის მიღებას.
“ეს არ მოხდება ჩემი კანცლერობისას,” - თქვა მან.
კანცლერის თქმით, ავსტრიამ ბოლო წლებში 40 000-ზე მეტი ავღანელი მიიღო და ეს “დისპროპორციულად დიდი კონტრიბუციაა.”
___________________________________
თალიბანის მიერ ქაბულის აღების შემდეგ, ევროპული ქვეყნები ავღანეთიდან ლტოლვილების მიღებას გეგმავენ.
ავსტრიის კანცლერი თვლის, რომ ლტოლვილების მიღების ნაცვლად, დასავლურმა ქვეყნებმა სიტუაცია ავღანეთში უნდა გააუმჯობესონ.
კონსერვატორი პოლიტიკოსი ავსტრიის კულტურული იდენტობის დაცვაზე და მიგრაციის კონტროლზე აქცენტს დიდი ხანია აკეთებს.