ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ტონი ბლერმა ავღანეთიდან ამერიკისა და მოკავშირეების ჯარების გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა.
მისი თქმით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე ამერიკასა და ბრიტანეთს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა მსოფლიოში ბრიტანეთის პოზიციებს ასუსტებს.
ბორის ჯონსონის სახელის დაკონკრეტების გარეშე ბლერი ამბობს, რომ მემარჯვენეებმა უნდა გაიგონ როგორი დამაზიანებელია საერთაშორისო იზოლაცია.
ასევე მემარცხენე კრიტიკოსების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ინტერვენციები ზოგჯერ აუცილებელია.
“ავღანეთის და ავღანელი ხალხის მიტოვება არის ტრაგიკული, საშიში და არ არის არც ჩვენ და არც მათ ინტერესებში,” - წერს ყოფილი პრემიერი.
“ყველაზე კარგად ვიცი რა რთულია გადაწყვეტილებების მიღება და რა მარტივია იყო კრიტიკული და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული კონსტრუქციულობის შენარჩუნება.”
ბლერმა ჯო ბაიდენის გადაწწყვეტილებაც გააკრიტიკა. მისი თქმით ეს ნაბიჯი დიდი სტრატეგიის ნაწილი არ არის და უბრალოდ პოლიტიკაა.
“ჩვენ ამის გაკეთება არ გვჭირდებოდა. ჩვენ ეს ავირჩიეთ. ჩვენ ამით დავექვემდებარეთ სულელურ პოლიტიკურ სლოგანებს ‘მუდმივი ომების’ დასრულებაზე.”
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი დონალდ ტრამპს და ჯო ბაიდენს აკრიტიკებს, რადგან მათ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხების პოლიტიზირება მოახდინეს, რაც ამერიკას ასუსტებს.
“თალიბანი რთული გადაწყვეტილებების წინაშე დადგება, რაც მათ გაყოფას გამოიწვევს. ავღანეთის ფინანსური და საჯარო სექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო დახმარებებზე. ავღანეთის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18 წელია. ავღანელების უმრავლესობამ იცის რა არის თავისუფლება და არ იცის თალიბანის რეჟმი. ისინი ჩუმად არ გაჩერდებიან.” - წერს ყოფილი პრემიერი.
ბლერმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა სანქციები დაუწესონ თალიბებს და ყველაფერი გააკეთონ ავღანეთის მოსახლეობის დასაცავად.