პენტაგონი: ბოლო კვირაში ავღანეთიდან 17 000 ადამიანია ევაკუირებული

პენტაგონის განცხადებით 1 კვირაში ავღანეთიდან 17 000 ადამიანია ევაკუირებული.

გენერალ-მაიორმა ჰენკ ტეილორმა განაცხადა, რომ ივლისის ბოლოდან ჯამში 22 000 ამერიკელის ევაკუაცია მოხდა.

ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია თალიბანის მიერ ქაბულის აღების შემდეგ გართულდა. ტერორიტულმა ორგანიზაციამ აეროპორტის გზაზე საკონტროლო პუნქტები მოაწყო.

ბოლო 24 საათში ქაბულიდან ამერიკის მიმართულებით 38 ფრენა განხორციელდა და ქვეყანა 3800-მა ადამიანმა დატოვა.

ქაბულის აეროპორტს 6000 ამერიკელი სამხედრო იცავს.