ევროპის ჩემპიონატის ფინალი კორონავირუსის ათასობით ახალი შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იყო. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებში ვკითხულობთ.
ქვეყნის ეროვნული ტესტირების სააგენტოს მონაცემებით, ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ვირუსით 3 404 ადამიანი დაინფიცირდა.
სამთავრობო უწყებების ცნობით, მატჩზე დასასწრებად მისულ 2 295 ადამიანს ვირუსი უკვე ჰქონდა.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ კორონავირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სპორტულ ღონისძიებებს არ დაესწრონ.