ბელგიაში რესტორნებისთვის და ბარებისთვის შეზღუდვები მოიხსნა

1 სექტემბრიდან ბელგია კორონავირუსის გავრცელების შესაკავებელი შეზღუვების უმრავლესობას მოხსნის. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ გააკეთა.

შუზღუდვების ნაწილი შენარჩუნდება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბელგიაში მომავალი თვიდან ბარებსა და რესტორნებს ყველა შეზღუდვა მოეხსნებათ. 

შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ეტაპი კი 1 ოქტომბერს არის დაგეგმილი, როცა უკვე ღამის კლუბებიც დაიწყებენ მუშაობას.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბელგიელებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ბელგიის მოსახლეობის 68% სრულად არის აცრილი.