საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Foreign Policy-ში აქვეყნებს სტატიას სათაურით "საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია".
თავის სტატიას კელი საქართველოს მდებარეობით და წარსულში წლებში მიღწეული წარმატებებზე საუბრით ხსნის. კელის თქმით, საქართველო დემოკრატიული განვითარების კუთხით რეგიონის ლიდერი ქვეყანა იყო, დღეს კი მმართველი პარტია ამ წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს ემუქრება. კელი ამბობს, რომ ქართული ოცნება ცდილობს სახელმწიფოს და ძალაუფლების მონოპილიზებას, რაც დასავლური სტანდარტებში არ ჯდება.
ამავდროულად კელის თქმით, ბოლო პერიოდში იკვეთება, რომ ქართული ოცნება აძლიერებს თავის კავშირებს რუსეთთან. კელი თავის სტატიაში იხსენებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს და ამავე წელს ფეისბუკის მიერ გამოვლენილი სამთავრობო გვერდებს, რომლებიც ანტი-დასავლურ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. კელის თქმით, ეს სტრატეგია ოცნებამ ისეთი ავტორიტარული ქვეყნებიდანა ისესხა, როგორიცაა პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები.
კელის თქმით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ამ სამთავრობო გვერდების ორგანიზებული შეტევა აშშ-ის სალეჩოსა და ევროკავშირის საელჩოების გვერდებზე, როდესაც ეს უწყებები საქართველოს მმართველ პარტიას აკრიტიკებდნენ.
კელი, ასევე საუბრობს გასული წლის ეკონომიკურ კრიზისზე და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ურთულეს მდგომარეობაზე. აშშ-ის ყოფილი ელჩი ასევე, იხსენებს გასული წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს - ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების არ აღიარებას და რიგგარაშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, ასევე, ნიკა მელიას დაპატიმრებას და მოგვიანებით შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ 19 აპრილის შეთანხმებას
კელი თავის სტატიაში შეეხო 5 ივლისის მოვლენებსაც და წერს, რომ ქართული მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს კავშირებს რუსეთთან წაახალისა მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და დაარბიეს სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისები.
კელის თქმით, ღარიბაშვილმა საზოდაოების ნაკლებად ტოლერანტულ ჯგუფებს დაყრდნობოდა და პრაქტიკულად მისმა განცხადებამ განაპირობა თბილისის ქუჩებში მომხდარი ძალადობა. კელი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ჯერ არ არის დაკავებული ძალადობის არცერთი ორგანიზატორი.
საქართველოში გამოკვეთილ ავტორიტარულ ტენდენციებზე საუბრისას კელი 2007 წლის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნისთვის უცხო არ არის, თუმცა კელის თქმით უპრეცენდენტო იყო ქართული ოცნების გადაწყვეტილება გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან. "ამ ნაბიჯმა განაახლა პოლიტიკური კრიზისი და გვაუწყა საქართველოს დაშორება დასავლეთიდან და მიახლოვება არალიბერალურ რეჟიმებთან",- წერს კელი.
კელი, ასევე საუბრობს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსულ КГБ-ის შორის და წერს, რომ ეს ქართული ოცნების სტანდარტებითაც კი გამაოგნებელია. კელის თქმით, ეს შეთანხმება ამძაფრებს კითხვებს საქართველოს მთავრობის ერთგულებასთან დაკავშირებით დემოკრატიისა და დასავლური ორიენტაციის მიმართ.
კელის თქმით, დემოკრატიის ასეთი დაღმასვლის ფონზე, ვაშინგტონს შეუძლია და უნდა გადადგეს გარკვეული ნაბიჯები. კელის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ და კონგრესმა უნდა მოუწოდოს ქართულ ოცნებას დაუბრუნდნენ და პირნათლად შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება. ამავდროულად, კელის აზრით, ვაშინგტონი ყურადღებით და უნდა დააკვირდეს ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს.
კელის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება უარს იტყვის ბელარუსის სპეცსამსახურთან დადებული ხელშეკრულების ანულირებაზე და არ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას ვაშინგტონმა ქართული ოცნების ლიდერებს ტარგეტირებული სანქციები უნდა დაუწესოს. კელის თქმით, მხოლოდ ამას შეუძლია შეაჩეროს დემოკრატიის დაღმასვლა.
"აშშ ამით ვალდებულია ქართველი ხალხის აბსოლიტურ უმრავლესობასთან, რომელთაც სურთ ქვეყანა დასავლურ ორბიტაზე დარჩეს, ამავდროულად ეს არის აშშ-ის ინტერესებში - დაეხმაროს ყველაზე პრო-ამერიკულ ქვეყანას რეგიონში და ადგილზე დაიცვას აშშ-ის ინტერესები."