ბრიტანეთმა და ამერიკამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს

გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკამ რუსეთის 7 მოქალაქეს სანქციები დაუწესეს, რომლებიც ბრალდებული არიან ალექსეი ნავალნის “ნოვიჩოკით” მოწამვლაში.

1 წლის წინ, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი რუსეთის სპეცსამსახურის აგენტებმა მოწამლეს. ბრიტანეთმა მათი აქტივები გაყინა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

“სანქციებით ვაგზავნით მკაფიო მესიჯს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს და აუცილებელია გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება,” - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა.

წარსულში ბრიტანეთმა სანქციები უკვე დაუწესა რუსეთის 6 მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ნავალნიზე თავდასხმის ორგანიზებაში.

ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა და დღემდე ციხეშია.