სინგაპური ბრიტანეთის მოქალაქის დეპორტირებას გეგმავს, რომელმაც საჯარო სივრცეში პირბადის ტარებაზე უარი განაცხადა. ქვეყანაში ეს დანაშაული 6 კვირიანი პატიმრობით ისჯება.
სინგაპურული მედიასაშუალებების ცნობით, 40 წლის ბენჯამინ გლინი მატარებელში პირბადის გაკეთებაზე უარს ამბობდა.
სასამართლო სხდომაზე გლინმა წაყენებული ბრალის მოხსნა და მისთვის პასპორტის დაბრუნება მოითხოვა. მისი თქმით, მან არ იცოდა, თუ კანონის მოთხოვნები მასზეც ვრცელდებოდა.
საბოლოოდ, სასამართლომ გლინს დეპორტაცია მიუსაჯა.
ბრიტანეთის მოქალაქე 19 ივლისიდან 4 აგვისტომდე ციხეში იმყოფებოდა. 5 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით კი მას სინგაპურის მენტალური ჯანმრთელობის ინსტიტუტში აკვირდებოდნენ.
დეპორტირების გარდა, გლინს სუნგაპურში მუშაობა სამუდამოდ აეკრძალა.