ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაეთანხმა ესპანურ პორტ სეუტაში რუსული სამხედრო გემის გაჩერებას. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Pais ავრცელებს.
რუსული გემები "ვიცე-ადმირალი კულაკოვი" და "ალტაი" სეუტის პორტში 18 აგვისტოს ტექნიკური მიზნით, საწვავის შესავსებად უნდა შესულიყვნენ.
გემების პორტში შესვლას ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო დაეთანხმა, თუმცა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გემების გადაადგილების სრული მარშრუტი მოსთხოვა, რასაც რუსულმა მხარემ არ უპასუხა, რადგან, მათი თქმით, ეს საიდუმლო ინფორმაციაა.