გაერო: 14 მილიონ ავღანელს სასტიკი შიმშილი ემუქრება

გაეროს საკვების სააგენტოს ინფორმაციით, 14 მილიონ ავღანელს სასტიკი შიმშილი ემუქრება. ქვეყანაში არსებული ისედაც რთული ჰუმანიტარული ვითარება თალიბანის გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში ავღანეთში მარცვლეულის მოსავალი მკვეთრად შემცირდა, ამის მიზეზი კი ხშირი გვალვებია. გვალვების გამო ქვეყანაში მარცვლეულის მოსავალი 40%-ით შემცირდა. ვითარება კიდევ უფრო გართულდა ბოლო კვირებში, როდესაც თალიბანის მიერ ქვეყნის თითქმის სრული ტერიტორიის დაკავებას ათასობით ადამიანის გაქცევა მოყვა. 

სააგენტოს ინფორმაციით, ისინი აქტიურად მუშაობენ ახალი ჰუმანიტარულ მისიაზე და შიმშილის აღსაკვეთად საჭირო იქნება დაახლოებით 200 მილიონი დოლარი, რომელიც ზამთრის დადგომამდე უნდა გამოიყოს და გზების დაკეტვამდე მოესწროს მისიის განხორციელება. 

გაეროს ინფორმაციით 1 მილიონი ავღანელი ბავშვი ამ დროისთვის მუდმივ მალნუტრიციას განიცდის.