Kantar-ის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი კვლევის თანახმად, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი 22%-ია. არჩევნებზე ამ რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ეს მათთვის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი იქნება.
ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგის დაცემა ივლისის ბოლოს დაიწყო, როდესაც ჟურნალისტებმა სტიქიით დაზარალებულ ადამიანებთან შეხვედრისას პარტიის ლიდერის, არმინ ლაშეტის სიცილი დააფიქსირეს. მოგვიანებით ლაშეტმა ამის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ამას გამოკითხვების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია.
კვლევაში მეორე ადგილზეა ქრისტიან-დემოკრატების კოალიციური პარტნიორი "სოციალ-დემოკრატიული" პარტია - 21%.
მესამე ადგილს კი მწვანეები იკავებენ 19%-ით.
მეოთხე ადგილზე ლიბერალი “თავისუფალი დემოკრატები” არიან - 12%
მეხუთე ადგილს კი ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” იკავებს ხმების 11%-ით.
ხმების ასე გადანაწილების შემთხვევაში კოალიციის შექმნას ვერცერთი ორი პარტია ვერ შეძლებს.
11-17 აგვისტოს ჩატარებულ კვლევაში 1920 ადამიანი მონაწილეობდა.