ბურკინა ფასოში ისლამისტების თავდასხმას 47 ადამიანი ემსხვერპლა

ოთხშაბათს, ისლამისტი ტერორისტების თავდასხმის შედეგად ბურკინა ფასოში მინიმუმ 47 ადამიანი დაიღუპა.

The Associated Press-ის ცნობით დაღუპულებიდან 30 მშვიდობიანი მოქალაქე და 17 კი სამხედროა. 

საპასუხო ცეცხლი სამხედროებმაც გახსნეს და 16 თავდამსხმელის ლიკვიდირება შეძლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია. ბურკინა ფასოში ძირთადად ალ-ქაიდას და ისლამური სახელმწიფოს შენაერთები მოქმედებენ.

წინა კვირაში, ქვეყნის დასავლეთში მომხდარ თავდასხმას 12 ბურკინა ფასოელი სამხედრო ემსხვერპლა.