თალიბანმა ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ თალიბების პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მოჯაჰიდმა ტვიტერზე ავრცელებს.
სწორედ ამ სახელწოდებას ატარებდა ქვეყანა 1996-2001 წლებში, როდესაც თალიბანმა პირველად მოვიდა ქვეყნის ხელისუფლებაში. ქაბულის აღების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე, თალიბებმა განაცხადეს, რომ ამჯერად მათი საქმიანობა განსხვავებული იქნება იმისგა, რასაც მსოფლიო 1996-2001 წლებში ხედავდა.
თალიბები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ სურვილი ვინმესთან დაპირისპირებაში შევიდნენ და ისინი მზად არიან ქალებს მისცენ მუშაობის და სწავლის უფლებები იმ ფარგლებში, რაც ეს ისლამით არის დაშვებული.
თალიბებმა ქვეყნის დედაქალაქი თითქმის ორთვიანი ექსპანსიის შემდეგ უბრძოლველად დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ავღანეთიდან გაიქცა.