საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ოთხშაბათს განაცხადა, რომ ავღანეთს მის რესურსებზე წვდომა აღარ ექნება. ფონდის გადაწყვეტილება ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანის მიერ ქაბულის აღებას მოჰყვა.
“როგორც ყოველთვის, სავალუტო ფონდი მოქმედებს საერთაშორისო საზოგადოების პრინციპების მიხედვით,” - განაცხადა ორგანიზაციის სპიკერმა.
ამ ეტაპზე უცნობია აღიარებს თუ არა თალიბანს საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურ ხელისუფლებად.
სავალუტო ფონდის ამ გადაწყვეტილებამდე ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის ბანკებში არსებული ავღანეთის მთავრობის რეზერვები გაყინა.