ავღანეთიდან გაქცეული აშრაფ ღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, მათ მიიღეს პრეზიდენტი ღანი და მისი ოჯახის წევრები.
ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც ქაბული თალიბანის ხელში გადავიდა. მისი თქმით, ქვეყნიდან წასვლის მთავარი მიზეზი სისხლის ღვრის თავიდან აცილება იყო.
აშრაფ ღანიმ ასევე უარყო ცნობების იმის შესახებ, რომ მან დიდი რაოდენობით ფული და ძვირფასეულობა წაიღო.
პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს ბევრი კრიტიკა შეხვდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
"მის ამ ქმედებას ქვეყანა განსჯის" - ასე შეაფასა ღანის გაქცევა აბდულა აბდულამ, ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
აშრაფ ღანი ქვეყნის პრეზიდენტი 2014 წელს გახდა, პოსტზე ხელმეორედ 2020 წელს აირჩიეს.