ჰაიტიში გარდაცვლილთა რაოდენობამ ორი ათასს გადააჭარბა

ჰაიტიში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2000-ზე მეტია, 1.2 მილიონმა ადამიანმა კი საცხოვრებელი დაკარგა.

ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 9900 ადამიანი დაშავდა.

გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების პოვნამ განაპირობა.

ქვეყანაში ათასობით ადამიანი ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღებას ვერ ახერხებს.