ბრიტანეთი ოცი ათას ავღანელ ლტოლვილს თავშესაფარს მისცემს

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა სქემა, რომლის მიხედვითაც თალიბანის მიერ დევნილ 20 000 ავღანელს შეიფარებს.

ოპოზიციის და შიდაპარტიული ზეწოლის შემდეგ, ქვეყნის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ავღანელი ლტოლვილების რაოდენობა 5000-დან 20 000-მდე გაზარდა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: “ჩვენ ვალში ვართ იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენთან ერთად 20 წლის განმავლობაში მუშობდნენ, რათა ავღანეთი უკეთეს ქვეყნად ექციათ. ბევრი მათგანი, განსაკუთრებით ქალები, სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ. მე ამაყი ვარ, რომ ბრიტანეთს აქვს საშუალება მათ დაეხმაროს და მისცეს აქ უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალება.”

ბორის ჯონსონს ოპოზიცია აკრიტიკებს, რომ მან ავღანელი ლტოლვილების დასახმარებლად საკმარისი არ გააკეთა.