ნიგერიამ ბრიტანეთისგან 700 000 AstraZeneca-ს ვაქცინის დოზა მიიღო.
გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლება ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად 30 მილიონი Johnson & Johnson-ის ვაქცინის შესყიდვას გეგმავს.
ნიგერიაში ამჟამად კორონავირუსის დელტა ვარიანტს ებრძვიან.
ქვეყნის 200 მილიონი მოქალაქიდან მხოლოდ 4 მილიონია აიცრილი.
მძიმე სამუშაო პირობების გამო ნიგერიაში ექიმები გაიფიცნენ, რამაც ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გააუარესა.