ავღანეთის ყოფილი მთავრობის ვიცე-პრეზიდენტმა, ბოლო დღეებში რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომელიც თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა მოქალაქეებს.
ამრულა სალეჰის თქმით, იგი თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს და იმედს არ გაუცრუებს "მილიონობით ადამიანს, რომლებიც მას უსმენს".
"არასდროს ვუღალატებ მეთაურის, ლეგენდისა და წინამძღვრის, აჰმედ შაჰ მასუდის სულსა და მემკვიდრეობას... მე არასდროს ვიქნებით თალიბანთან ერთი ჭერის ქვეშ, არასდროს!" - თქვა მან.
მან ასევე განმარტა, რომ ავღანეთის კონსტიტუციით, მაშინ როდესაც პრეზიდენტი გაიქცევა, გარდაიცვლება ან დაკარგულად ჩაითვლება, შესაბამისი მოვალეობები ვიცე-პრეზიდენტმა უნდა იტვირთოს.
"მე ამ დროისთვის ლეგიტიმური, დროებითი პრეზიდენტი ვარ", - განაცხადა ამრულა სალეჰმა.