ივლისი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო. ამის შესახებ ამერიკის ეროვნული ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის მონაცემებში ვკითხულობთ.
“ამ შემთხვევაში პირველი ადგილი ყველაზე ცუდი პოზიციაა,” განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა რიკ სპინრადმა.
“ივლისი ტრადიციულად ყველაზე ცხელი თვეა, მაგრამ 2021 წლის ივლისი ისტორიაში ყველაზე ცხელია.”
მსოფლიოში თვეების მიხედვით ტემპერატურის აღრიცხვა 142 წლის წინ დაიწყო.