რატომ ჩამოიშალა ავღანეთის ჯარი - The Atlantic

2001 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 83 მილიარდი დოლარი დახარჯა ავღანეთის შეიარაღებული ძალების გაწვრთნასა და აღჭურვაზე.

თუმცა, როგორც ბოლო დღეებმა დაგვანახა, ამ დახმარების მიუხედავად, ავღანეთის ჯარი და პოლიცია უუნარო აღმოჩნდა და ვერ შეძლო ქვეყნის დაცვა. 

არაერთი ომის მიმომხილველი პროგნოზირებდა, რომ ავღანეთის მთავრობა ვერ გაუძლებდა თალიბანის შეტევებს, თუმცა გაოცდნენ კოლაფსის სიჩქარით - რაც გარდა იმისა, რომ ავღანეთისთვის ტრაგედიაა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სწავლების ჩავარდნაზეც მეტყველებს. 

აშშ-ს ისტორია სხვა ქვეყნებში სამხედრო ძალების გაწვრთნის თვალსაზრისით, არცთუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება: ცივი ომის პერიოდში გერმანული და იაპონური სამხედრო ძალების რეკონსტრუქცია დიდი წარმატება იყო, მაგრამ ამ ქვეყნებს ჰქონდათ როგორც სამხედრო ტრადიციები, ასევე უახლესი გამოცდილება.

სხვა შემთხვევები არცთუ ისე მარტივი იყო. ზოგს დიდი დრო დასჭირდა პროგრესის საჩვენებლად. ამის მაგალითია სამხრეთ კორეა - ქვეყანა თავდაპირველად კორუფციის აღმოსაფხვრელად იბრძოდა, სანამ ისეთი ძლიერი სამხედრო ძალა გახდებოდა, როგორიც ახლაა.

"კოლუმბიის გეგმაც" ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში ეხმარებოდა აშშ იუგოსლავიას ცივი ომის დროს.

იყო რამდენიმე ისეთი ოპერაციაც, რომელიც სრული კატასტროფით დასრულდა - სამხრეთ ამერიკელი ჯარისკაცებისთვის მოწყობილი სამხედრო ბაზა ჯორჯიის შტატში, იმ დიქტატორების და სამხედროების საწვრთნელ პოლიგონად გადაიქცა, რომლებმაც მერე სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. 

რატომ არის ამერიკელებისთვის ასეთი რთული უცხოური არმიების გაწვრთნა? 

პირველ რიგში იმიტომ, რომ ამერიკელების მიერ გაწვრთნილი შენაერთები სრულად განსხვავებულ პოლიტიკურ და სოციალურ პირობებში მოქმედებენ.

მაიკლ ნაგატამ, ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების ყოფილმა მეთაურმა ჩვენთან ლაპარკის დროს თქვა, რომ "ამერიკელ ჯარისკაცებს არ ჭირდებათ კანონის მორჩილების სწავლა, ქრთამზე უარის თქმა და ადამიანის უფლებების დაცვა. მაშინ, როდესაც ისინი სამხედრო შენაერთის ნაწილი ხდებიან, ყველა ეს პრინციპი გასიგრძეგანებული აქვთ.

" ხშირად არის მცდელობა, რომ უცხოელი სამხედროები ამერიკელების წარმოდგენის მიხედვით გაიწვრთნას, რაც არ შეეასბამება იმ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს, სადაც ეს ძალები მოქმედებენ. "

არსებობს მეორე ფაქტორი: იმ სამხედრო ძალების ლიდერებს, რომელსაც ჩვენ [ამერიკელები] ვწვრთნით, ხშირად ჩვენგან განსხვავებული მიზნები აქვთ.

როგორც პოლიტოლოგი რეიჩელ ტეკოტის აღნიშნავს, "ლიდერები რომლებსაც სოციალური ამბოხი, სამხედრო აჯანყება და სამოქალაქო ომი აქვთ გადასაჭრელი, საკუთარი ქვეყნის სამხედრო შენაერთების გაძლიერების ნაცვლად, ხშირად უპირარტესობას ანიჭებენ გადატრიალების ჩახშობას, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციასა და პიროვნულ უსაფრთხოების დაცვას."

ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაზარდოს კორუფციის დონე, რადგანაც აჯანყების თავიდან ასაცილებლად, ლიდერი სამხედროებს ახალისებს და მხარს უჭერს. პოლიტოლოგების დარონ აჩემოღლუსა და დერონ რობინსონის ნაშრომი ცხადყოფს, რომ ბევრ საზოგადოებაში, კორუფცი რაციონალურ- პოლიტიკური და ეკონომიკური არჩევანია, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ხალხის თვალში, ეს მთავრობის დელეგიტიმაციის მიზეზია.  

საერთო ჯამში, სირთულეების ხარისხი წარმოუდგენლად მაღალია. ჩვენ ალბათ ასეთი პროგრამების წარმატებით დასრულება უფრო მეტად უნდა გვაკვირვებდეს, ვიდრე მათი ხშირი ჩავარდნა. 

თუმცა, ჩვენი წარუმატებელი მცდელობები უცხოური სამხედროების მომზადებაში, ამერიკული პოლიტიკის ნაკლოვანებებიდანაც გამომდინარეობს. აშშ მიდრეკილია, რომ ფართომასშტაბიანი სწავლებებისა და აღჭურვის პროგრამა განახორციელოს მაშინ, როდესაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა თავად არ სურს. ასე მოხდა ავღანეთის და ერაყის შემთხვევაში. საბოლოოდ, მსგავსი სიგნალის გაგზავნა გულს უმაგრებს მოწინააღმდეგეს, ხოლო ასუსტებს იმ ძალებს, რომლის დახმარებასაც აშშ ცდილობს. 

იგივე შეტყობინების ნაწილია მხოლოდ სამხედრო პერსონალის გაწვრთნა. ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ძალების გაზრდას, ცვლილებები საჯარო მოხელეების ნაწილშიც უნდა მოჰყოლოდა. გავიხსენოთ გენერალი სტენლი მაკრისტალის სიტყვები,  რომლის მტკიცებითაც ამერიკელებმა ავღანეთში "მთავრობა ყუთით" მოიყვანეს. მან ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც მოკავშირე ძალების მეთაურად გახდა, მაგრამ მისი ეს მიზნები, რაც სამოქალაქო მმართველობის გაძლიერებას გულისხმობდა, ერაყსა და ავღანეთში რეალობაში არ განხორციელებულა, რაც სამხედრო წვრთნების ფარგლებში აუცილებლობას წარმოადგენს, რადგანაც არ მოხდეს საჯარო მმართველობის დასუსტება.

აშშ-ს მრავალი სასწავლო პროგრამა ასევე წარუმატებელია იმ მიზეზითაც, რომ ფოკუსში მოკლევადიანი მოქმედებებია არჩეული, რაც გრძელვადიანა პერსპექტივას ხელს უშლის.

ამერიკელი სამხედრო ლიდერები იშვიათად თუ იმყოფებიან მისიაში ორ წელიწადზე მეტხანს, ხოლო ბევრი ქვედანაყოფი ავღანეთში 6-დან 9 თვემდე იმყოფება. ამის საპირისპირო მაგალითია ირანი - ქვეყანა, რომელიც ძალიან წარმატებულია უცხოური ძალების მომზადებაში, რაც ნაყოფიერად შეძლეს სირიის, ერაყისა და ლიბანის შემთხვევაში და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ისინი, ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს მსგავს ურთიერთობებს. 

უსაფრთხოების ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამერიკის სამხედრო დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს, თუ/კი მათი პირობები მხედველობაში იქნება მიღებული. თუმცა, ამ მიდგომას სამი ნაკლი გააჩნია. პირველი, სამხედროები რომლებზეც ზეგავლენის მოხდენა გვსურს [ამერიკა], ჩვენზე უარს იტყვიან. ჩვენ არ ვაქცევთ სხვა ქვეყნებს უპირატესად დახმარების მიღების თვალსაზრისით. ამას იმიტომ ვშვებით, რომ სხვების ნაცვლად ომი არ დაგვჭირდეს. 

მეორე ფაქტორია დახმარებაზე უარის თქმა, რამაც შეიძლება ცუდი შედეგები მოიტანოს: ამერიკას სურს, რომ სხვა სამხედრო ძალები გაძლიერდნენ და შეძლონ საკუთარ ტერიტორიაზე როგორც კონტროლის დამყარება, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, სამხედრო დახმარების გარეშე, მათ ამის უნარი ნაკლებად ექნებათ. თუკი მიგაჩნიათ, რომ ავღანური შენაერთები ახლა სუსტად გამოიყურება, მაშინ წარმოიდგინეთ, რა სურათი გვექნებოდა ამერიკელების მეთვალყურეობის გარეშე. 

მესამე პრობლემა არის ის, რომ შეშინებული ადამიანები იშვიათად იღებენ გაბედულ გადაწყვეტილებებს.

ამერიკული დახმარება მათ თავდაჯერებულობასა და შემართებას მატებს.

ამავდროულად, ბაღდადი შეთანხმებულად მოქმედებს ირანელებისგან მხარდაჭერილ სამხედროებთან ერთად ზუსტად იმიტომ, რომ ჯერათ, საფრთხეებიდან გამომდინარე, უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს. ავღანური სამხედრო შენაერთები თალიბებს იმიტომ ნებდებიან, რომ მათი აზრით, სხვა უკეთესი შესაძლებლობა არ აქვთ. 

სანამ ავღანელ სამხედროებს გავაკრიტიკებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ 69 ათასზე მეტი ავღანელი პოლიციელი უკვე მოკლეს თალიბებმა.

ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბევრ ადამიანს ამერიკელების გასვლის შემდეგ ცხოვრება უიმედოდ და და უპერპექტივოდ მიაჩნია.

 

წყარო: The Atlantic