მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთის დედაქალაქიდან გამოსვლას აგრძელებს, სოციალური მედია წაილეკა ვერტმფრენის ფოტოებით, რომელებსაც ქაბულში ამერიკის საელჩოდან თანამშრომლები გამოყაბთ.
ეს სურათი ვიღაცისთვის შეიძლება ნაცნობი იყოს.
ჯერ კიდევ 1975 წელს, ფოტოგრაფმა ჰულბერტ ვან ესმა გადაიღო დღეისთვის უკვე ცნობილი ფოტო, სადაც ვიეტნამის ომის დასასრულს, საიგონის ერთ-ერთი შენობის სახურავზე, ხალხი ვერმტფრენში ასვლას ცდილობს.
ანალიტიკოსები და ამერიკელი კანონმდებლები, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან, თალიბანის მიერ ქაბულის აღებას, სწორად საიგონის დაცემას ადარებენ.
რა იყო საიგონის დაცემა?
ვიეტნამის ომი იყო კონფლიქტი ჩრდილო ვიეტნამის კომუნისტურ მთავრობასა და სამხრეთ ვიეტნამს შორის, მათი მთავარი მოკავშირის, აშშ-ს ჩათვლთ.
ციფი ომის ფონზე, ჩრდილო ვიეტნამის მხარდამჭერი საბჭოთა კავშირი და სხვა კომუნისტური ქვეყნები იყვნენ, ხოლო სამხრეთ ვიეტნამს მხარს დასავლური ძალები - მათ შორის ასობით ათასი ამერიკელი ჯარისკაცი უჭერდა.
ეს მეტად ძვირადღირებული და ხანგრძლივი ომი 20 წლის განამვლობაში გაგრძელდა და ამერიკელებს შორის უკიდურესი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
"საიგონის დაცემა" - ეს ფრაზა 1975 წელს ვიეტნამის სახალხო არმიისა და ვიეტკონგის წევრების მიერ სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქის დაპყრობას გულისხმობს.
აშშ-მ საკუთარი სამხედრო ძალების გაყანვა 1973 წელს დაიწყო, საიდანაც ორი წლის თავზე, საიგონის დაკავების შემდეგ ქვეყანამ დამარცხება აღიარა. მოგვიანებით, ქალაქ საიგონს სახელი გადაარქვეს და ჩრდილოეთ ვიეტნამის ლიდერის საპატივცემულოდ ჰო ში მინი უწოდეს.
ქაბულის მსგავსად, საიგონიც იმაზე სწრაფად დაიკარგა, ვიდრე ამას ამერიკელები მოელოდნენ.
ქალაქის სწრაფი დაკარგვის ფონზე, აშშ-მ საკუთარი საელჩო დახურა და ოპერაცია "ხშირი ქარის" ფარგლებში 7,000 ამერიკელი, სახმრეთ ვიეტნამელი და უცხოეთის მოქალაქეები ადგილს ვერტმფრენებით განარიდა.
რამდენად სწორია ქაბულთან შედარება?
ბოლო პერიოდში, ვიეტნამის ომი ამერიკაში ძალიან არაპოპულარული გახდა, რასაც მილიარდობით დოლარის გარდა, 58,000 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლეც შეეწირა.
საიგონის დაცემა არაერთისთვის, ამერიკელების საერთაშორისო პოზიციებზე დარტყმად იყო აღქმული.
ამ პერიოდიდან, ათწლეულების განმავლობაში არსებობდა ფრაზა - "ვიეტნამის სინდრომი", რაც ამერიკელი ამომრჩევლების კრიტიკიულ დამოკიდებულას გულისხმობდა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციების მიმართ.
ბევრმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა გაავლო პარალელი ქაბულსა და საიგონს შორის.
"ეს არის ჯო ბაიდენის საიგონი. კატასტროფული მარცხი საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც დავიწყებას არასდროს მიეცემა" - დაწერა ტვიტერზე ელის სტეფანიკი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა.
გასულ თვეს ამ შედარებას არ დაეთანხმა გენერალი მარკ მილი, რომელიც აშშ-ს გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს.
"მე შეიძლება ვცდები, ვინ იცის, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ მომავალი, თუმცა... თალიბანი არ არის ჩრდილოეთ ვიეტნამის არმია და სიტუაციაც განსხვავებულია.
საიგონი ამერიკელი სამხედორების ვიეტნამიდან გასვლიდან, ორი წლის შემდეგ დაეცა, ხოლო ამერიკელების ევაკუაცია ქაბულიდან იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც აშშ-ს თავად ემზადებოდა ავღანეთის დასატოვებლად. მაშინ როდესაც 1975 წელს ჯერალდ ფორდის პოლიტიკური მანევრები შეზღუდული იყო, გაურკვეველია რას ზეგავლენას მოახდენს პრეზიდენტ ბაიდენზე, მიუხედავად ამ ომის არაპოპულარობისა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ზიანს აყენებს ბაიდენს" - განაცხადა კრისტოფერ ფელიპსმა, ნოტინგემის უნივერსიტეტის ამერიკული კვლევების ასოცირებულმა პროფესორმა.
წყარო:BBC.COM