პირველმა გერმანულმა თვითმფრინავმა ქაბულიდან მხოლოდ 7 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა

პირველი გერმანული სამხედრო თვითმფრინავმა, რომელიც ქვეყანაში თალიბანის გამარჯვების შემდეგ ჩავიდა მხოლოდ 7 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

გერმანიას ავღანეთში აშშ-ის შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი ჰყავდა. ცნობილია, რომ გერმანიის მთავრობა ათასობით ადამიანის ევაკუაციას გეგმავს, მათ შორის აქტივისტების, თარჯიმნების და იმ ავღანელების, რომლებიც გასული 20 წლის განმავლობაში კოალიციურ ჯარებთან მუშაობდნენ. 

გერმანიის მთავრობის ცნობით უფრო მეტი ადამიანის ევაკუირება აეროპორტში შექმნილი ქაოტური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. "ქაბულის აეროპორტში ძალიან რთული, ქაოტური და სახიფათო ვითარებაა, ძალიან ცოტა დრო გვქონდა აქედან გამომდინარე მოვახდინეთ მხოლოდ იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ",- ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერი. 

ცნობილია, რომ ევაკუაციის მისიის შესასრულებლად ავღანეთში 600 გერმანელი ჯარისკაცი გაემგზავრება. სწორედ ამ ჯარისკაცების მეშვეობით გერმანია იმედოვნებს, რომ ქვეყნიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაციას შეძლებს.