აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სპეციალური სატელევიზიო გამოსვლით მიმართა.
"ჩვენ ავღანეთში ახალი სახელმწიფოს შესაქმნელად არ შევსულვართ. ჩვენ გვქონდა მიზანი გაგვენადგურებინა ისინი, ვინც 11 სექტემბერს თავს დაგვესხნენ. ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა რეჟიმი, რომელმაც შეიფარა ტერორისტები და გაგვენადგურებინა ალ- ქაიდა. ჩვენს ეს შევძელით",- თქვა ბაიდენმა.
ამავდროულად ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ თალიბანის აღზევების მიუხედავად ქვეყნიდან მომავალი ტერორიტული საფრთხე მინიმალიზებულია და გლობალური ტერორიზმის უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოს სხვა წერტილებში.
ამავდროულად ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობა უფრო ადრე დაეცა, ვიდრე მის ადმინისტრაციაში ვარაუდობდნენ. ამავდროულად ბაიდენმა ისაუბრა ავღანელი პოლიტიკოსების უუნარობაზე გადაედოთ თავიანთი განსხვავები და ემუშავათ ავღანელი ხალხისთვის.
ბაიდენი ამბობს, რომ არასწორად მიაჩნია, "ამერიკელები იღუპებოდნენ ბრძოლაში, მაშინ როდესაც ავღანეთის არმია უმოქმედოდაა". ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან ბოლო შეხვედრისას კოლეგა მას არწმუნებდა, რომ ავღანეთის არმია თალიბანთან იბრძოლებდა".
გუშინ, თალიბანმა ქვეყნის დედაქალაქი უბრძოლველად დაიკავა, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა - 20 წლის შემდეგ თალიბანი ისევ ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა.