მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს, ხოლო ქაბულში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ვერტმფრენები გამოჩნდნენ და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა შენობები დატოვეს, თალიბანის მებრძოლები ქაბულის გარეუბნებში შევიდნენ.
არსებული ინფორმაციით, ტერორისტები უკვე იმყოფებიან ქარაბაღის, კალაკანის და პაღმანის დასახლებებში. მიუხედავად იმისა, რომ თალიბანმა ოფიციალურ განცხადებაში უარი თქვა დედაქალაქი ძალის გამოყენებით აეღო, დედაქალაქში იარაღის სროლის ხმა პერიოდულად მაინც ისმის.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თალიბანმა თითქმის სრულად დაიკავა ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. სხვადასხვა ქალაქები თალიბებს ბრძოლის გარეშე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩააბარეს. ამ დროისთვის ქაბული ერთადერთი ქალაქია, რომელზეც მთავრობა კონტროლს ინარჩუნებს.