კუნძულ ჰაიტიზე 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ 304 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 1800-ზე მეტი ადამიანი.
მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ ჰაიტიზე ქალაქ სანტ-ლუის დუ სუდიდან რამდენიმე კილომეტრში დაფიქსირდა. აშშ-ის სეისმოლოგიური სააგენტოს თანახმად მიწისძღრა იგრძნობოდა დომინიკის რესპუბლიკაში, კუბაზე და ბაჰამის კუნძულებზეც.
აშშ-ის ცუნამის ცენტრის თანახმად ამ მასშტაბის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის განვითარების საკმაოდ მაღალი რისკი არსებობს.
ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მისი თქმით უახლოეს დღეებში დაზარალებულთა დასახმარებლად და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მობილიზებული იქნება ქვეყანაში არსებული ყველა რესურსი.