ტერორისტულმა ორგანიზაცია "თალიბანმა" ჩრდილოეთ ავღანეთში ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ბოლო დიდი ქალაქი, მაზარ-ი-შარიფიც აიღეს.
ამჟამად თალიბები ავღანეთის პროვიცნიების დედაქალაქების აბსოლუტურ უმრავლესობას აკონტროლებენ და დედაქალაქ ქაბულს უახლოვდებიან.
ქვეყნის პრეზიდენტი აშრაფ ღანი მაზარ-ი-შარიფში ორი დღის წინ იმყოფებოდა, სადაც ავღანელ სამხედროებს შეხვდა. ეს ქალაქი ტრადიციულად თალიბანის საწინააღმდეგო ბასტიონად ითვლებოდა.
ბრიტანეთი ქაბულში 600 სამხედროს აგზავნის, რათა იქ მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია უზრუნველყოს. ავღანეთს სხვა დასავლური ქვეყნების წარმომადგენლებიც უახლოეს მომავალში დატოვებენ.
------------------------------------------------------------------------------------------
ბოლო კვირის განმავლობაში თალიბებმა ქვეყნის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქები - ჰერათი და ყანდაჰარი დაიკავეს.
უმნიშვნელოვანესი ქალაქების, ჰერათის და ყანდაჰარის დაკარგვა ავღანეთის ცენტრალური მთავრობისთვის უდიდესი დანაკარგებია, რის ფონზეც შეიცვალა მოლოდინები ქაბულის აღებასთან დაკავშირებით - ამ დროისთვის ქაბულს ჯერ კიდევ სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ ქაბულის ალყა რამდენიმე კვირაში დაიწყება.
სამთავრობო ძალები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მნიშვნელოვან ქალაქებს, მათ შორის მაზარ-ი-შარიფს სამხრეთში და ჯალალაბადს პაკისტანის საზღვრის მახლობლად.