ლინკევიჩუსი საქართველოს მთავრობაზე: ვერ ვიჯერებ, ხუმრობას გავს

ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელაურსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმება შეაფასა.

"საქართველომ შეთანხმება გააფორმა ბელარუსის კგბ-სთან? ვერ ვიჯერებ, ხუმრობას ჰგავს. თუ სიმართლეა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გზა ევროკვშირისა და ნატოსკენ უფრო ბუნდოვანი ხდება." - წერს ლინკევიჩუსი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

2021 წლის პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ხელი 2016 წელს მოაწერეს.  

შეთანხმება კრიტიკულად შეაფასეს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.