კანადის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი ქვინი პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო. იგი კანადის საფეხბურთო ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა, თუმცა, ტრანსგენდერად მისი საჯარო იდენტიფიცირება გასულ წელს მოხდა.
"მე მსურდა, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ნაწილში გულწფრელი ვყოფილიყავი, მათ შორის საჯარო ცხოვრებაში. დაღლილი ვიყავი " - განაცხადა ქვინმა
მისი თქმით, იგი დაღლილი გენდერთან დაკავშირებული არასწორი აღქმებით და სწორად ეს გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჯარო აღიარება გადაწყვიტა.
კანადის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ფინალში შვედი მეტოქეები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა, რითიც გასული ოლიმპიადის შედეგები გააუმჯობესეს.
ხოლო თავად ქვინი მიიჩნევს, რომ ტრანსგენდერებს სპორტში ჯერაც უამრავი ბარიერის გადალახვა უწევთ და გამარჯვებას მოხლოდ მას შემდეგ იზეიმებს, როდესაც ეს წინაღობები წარსულს ჩაბარდება.