იტალია მასწავლებლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას იწყებს

ხუთშაბათს იტალიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მასწავლებლებმა კლასში შესვლამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.

მსგავსი მოთხოვნა იტალიაში ამჟამად ტურისტებისთვის არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოყენებისას.

იტალიის პრემიერის თქმით, “მწვანე სერტიფიკატის” წარდგენის გარეშე სასწავლო პროცესში მონაწილეობას ვერც უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.

გარდა ამისა, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით “მწვანე სერტიფიკატის” წარდგენა საჭირო იქნება დახურულ სივრცეში რესტორნებსა და კაფეებში შესვლისთვის და სხვა გასართობი აქტივობებისთვის.

იტალიის მოსახლეობის 65% ვაქცინის ერთი დოზით აცრილია.