ბიკანტოვი: რუსეთი სააკაშვილს ქართველ ხალხს არ უთანაბრებს

რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების ინიციატივით გამოდის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა განაცხადა, რომ "რუსეთი ტოლობის ნიშანს არ სვამს მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის."

ბიტანკოვი: "ჩვენ მზად ვართ მოვშალოთ ზღუდეები. იმედი გვაქვს თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს."

ოფიციალურ თბილისს მოსკოვისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია.