ათენის გარეუბნებში ათასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო. ქვეყანა უკვე რადენიმე დღეა მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის, რომელიც ბოლო 30 წელიწადში ყველაზე ცხელმა ამინდმა გამოიწვია.
გუშინ ღამით ბარიბობის, ადამესის და თრაკომაკედონესის უბნებში ცეცხლს 500 მეხანძრე და შვეულმფრენები ებრძოდნენ.
ზარალის საერთო ოდენობა უცნობია.
სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოებში 7 ადამიანი გადაიყვანეს.
სამშაბათს საბერძნეთში 1987 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა. ათენთან ახლოს 81 ცეცხლის კერა იყო, თუმცა, ბოლო 24 საათში მხოლოდ 40 დარჩა.