ბრიტანეთი 16 და 17 წლის ბავშვების აცრას იწყებს. ჯანდაცვის სამინისტროს ამის რეკომენდაცია იმუნიზაციის დამოუკიდებელმა კომიტეტმა მისცა.
აქამდე ბრიტანეთში მხოლოდ განსაკუთრებული რისკის ჯგუფში მყოფ ბავშვებს ცრიდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ამ ასაკობრივ ჯგუფში დოზებს შორის ინტერვალი 12 კვირა იქნება.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით მან ეროვნულ ჯანდაცვის სამსახურს თხოვა “რაც შეიძლება სწრაფად” დაიწყონ ამ ჯგუფის ვაქცინაცია.
ქვეყნის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ BioNTech/Pfizer-ის ვაქცინას 12-15 წლის ბავშვებში ვაქცინაცია 4 ივნისს მისცა. ამის შემდეგ ქვეყანაში დელტა ვარიანტმა სწრაფი გავრცელება დაიწყო და ტალღის პიკში 15 ივნისს 60 000 დღიური ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მარეგულირების განცხადებით, ვაქცინები ბავშვებში უსაფრთხო და ეფექტურია.