ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის გავრცელების გამო ვუჰანში - სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - მასობრივი ტესტირება იწყება.
ჩინეთმა ქვეყანაში ფრენების რაოდენობა შეამცირა და ბეისბოლის მატჩებიც გააუქმა. ქვეყნის 17 პროვინციის 35 ქალაქში ვირუსის ახალი ტალღაა. პანდემიის დასაწყისში ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელება მკაცრი კარანტინით და სხვა შეზღუდვებით შეაჩერა.
ამჟამად ვირუსის "დელტა" ვარიანტის ყველაზე დიდი აფეთქება ძიანსუს პროვინციაშია.
ჩინეთი მოსახლეობას მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ვაქცინებით ცრის - ქვეყნის 223 მილიონი მოქალაქე სრულად აცრილია.