უკრაინის პოლიციამ ბელარუსი აქტივისტის მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელიც კიევში მის სახლთან ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ვიტალი შიშოვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ბელარუსული სახლის” ხელმძღვანელი იყო. ორგანიზაცია ბელარუსიდან პოლიტიკურ დევნილებს იურიდიულ კონსულტაციებს უწევდა.
პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 2020 წლის აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწიყო. არჩევნების შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ აღიარეს.
ბევრი ბელარუსი აქტივისტი მეზობელ ქვეყნებს - უკრაინას, პოლონეთსა და ლიეტუვას აფარებს თავს.

ვიტალი შიშოვი