ბელარუს ოლიმპიელს პოლონეთმა ჰუმანიტარული ვიზა მისცა

ბელარუს სპრინტერს, რომელმაც მისი გუნდის ბრძანების საწინააღმდეგოდ სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა, პოლონეთმა ჰუმანიტარული ვიზა მისცა.

კრისტინა ტიმანოვსკაია ტოკიოში პოლონეთის საელჩოში იმყოფება. გუშინ ღამე კი მან სასტუმროში, იაპონიის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა.

მან განაცხდა, რომ მწვრთნელების საჯარო კრიტიკის შემდეგ ის ძალით წაიყვანეს აეროპორტში.

ბელარუსი აცხადებს, რომ მას ქვეყანაში ემოციური მდგომარეობის გამო აბრუნებდნენ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარცინ პრჟიდაჟმა განაცხადა, რომ ტიმანოვსკაია პირდაპირ ეკონტაქტებოდა ტოკიოში მყოფ პოლონელ დიპლომატებს და პოლონეთი გააკეთებს “ყველაფერს, რაც აუცილებელია მისი სპორტული კარიერის გასაგრძელებლად.”

სპრინტერის მეუღლე უკრაინის დედაქალაქ კიევში გაფრინდა. მან AFP-ს განუცხადა, რომ იმედი აქვს უახლოეს მომავალში მის მეუღლეს პოლონეთში შეხვდება.

პოლონეთის გადაწყვეტილებაზე ბელარუსის მთავრობას განცხადება არ გაუვრცელებია.