ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დაეთანხმა ისრაელისთვის 18 CH-53K-ის ტიპის შვეულმფრენის მიყიდვას, რომლის ღირებულებაც 3.4 მილიარდი დოლარია.
Lockheed Martin-ის შვეულმფრენებთან ერთად ისრაელი General Electric-ის 60 ძრავას, 36 სანავიგაციო სისტემას, 50 კალიბრიან ტყვიათმფრქვევებს და სხვა ლოჯისტიკურ დახმარებას მიიღებს.
“ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის უსაფრთხოება და ამერიკის ეროვნულ ინტერესებშია დაეხმაროს ისრაელს განავითაროს და შეინარჩუნოს ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები", - ნათქვამია თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის გამო ხშირად აკრიტიკებენ დემოკრატიული პარტიის ულტრამემარცხენე წევრები.