ფაუჩი ინდური შტამის გავრცელებაზე: ყველაფერი გაუარესდება

კვირას თეთრი სახლის სამედიცინო მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ ამერიკული საზოგადოება გააფრთხილა, რომ “ყველაფერი უარესად იქნება.” დელტა ვარიანტის გავრცელების გამო ამერიკელები უფრო მეტ “ტკივილს და ტანჯვას” ნახავენ, აღნიშნა მან.

ABC-ის ჟურნალისტმა ჯონათან კარლმა ფაუჩის ჰკითხა, საჭირო იქნება თუ არა ამერიკაში კარანტინის და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნება. 

“ჯონ, არ ვფიქრობ რომ ახალ კარანტინს ვნახავთ. მგონია, რომ მოსახლეობის საკმარისი ნაწილია აცრილი, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ბოლო ზამთრის მსგავსი სიტუაცია მივიღოთ,” - თქვა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ვირუსის დელტა შტამი 100 მილიონ აუცრელ ამერიკელში ვრცელდება.