ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შონ ჰანიტისთან სტუმრობისას განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
"თქვენ არ აპირებთ პასუხის გაცემას, მაგრამ მე მაინც უნდა გკითხოთ - უთხრა ჰანიტიმ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაზე - პასუხის გარეშე მითხარით, გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ?"
"დიახ" - უპასუხა ტრამპმა.
ტრამპის პასუხი მის პირველ პოსტ-საპრეზიდენტო შეხვედრას მოჰყვა ოჰაიოში, სადაც მან ბაიდენის ადმინისტრაციის "კატასტროფაზე" ისაუბრა.
სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევებით დონალდ ტრამპი რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.