ინდონეზიაში სინოვაკის ვაქცინით აცრილ ჯანდაცვის მუშაკებში ეფექტურობის კვლევა ჩატარდა, რომელშიც ორივე დოზით აცრიდან 28 დღის განმავლობაში 25 374 ადამიანი მონაწილეობდა.
სინოვაკის ვაქცინა სიკვდილის პრევენციაში 100%-ით ეფექტურია და ჰოსპიტალიზაციის შანსს 96%-ით ამცირებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ბუდი გუნადი სადიკინის თქმით, ვაქცინამ მედიკოსების 94% დაიცვა ინფიცირებისგან.
“ჩვენ ვხედავთ ძალიან მკვეთრ ვარდნას” ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობაში, დასძინა მან.
კვლევის მონაცემები განსხვავდება წარსულში, ბრაზილიაში ჩატარებული კვლევისგან, სადაც სინოვაკის ეფექტურობის მაჩვენებელი ოდნავ აღემატებოდა 50%-ს.