შაბათს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბოლო 20 წელიწადში პირველად, ნიარაგონგოს მთიდან ვულკანი ამოიფრქვა. ვულკანის ფერფლი და ლავა ქალაქ გომის მთავარ მაგისტრალამდე ჩამოვიდა.
ლავის სწრაფმა ამოფრქვევამ 15 ადამიანი იმსხვერპლა და დაზიანდა 500-ზე მეტი სახლი. ვულკანთან ახლოს მყოფი სოფლები ათასობით ადამიანმა დატოვა.
ქალაქ გომაში ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და უცნობია როდის დაიწყება ევაკუაცია. თუმცა, ადამიანები ქალაქს თავისი ინიციატივით ტოვებენ.
წყარო:
thehill.com