2017 წელს, სამგორის მოქმედმა გამგებელმა საკუთარ თავს თვეში 400 ლარის სატელეფონო ბალანსი დაუმტკიცა

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე საზოგადოებრის ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც 2022 წლის 20 ივნისის აქციაზე შეკრებილ ასიათასზე მეტ ადამიანს ს****ები უწოდა და მათთან საქმის გარჩევისთვის შეხვედრაზე სურვილი გამოთქვა.

აღნიშნული პოსტი სამხარაძემ მალევე წაშალა და შემდგომ განმარტა, რომ ეს შეფასება მან არასამუშო საათებში გააკეთა და ამიტომ ამაში ვერანაირ პრობლემას ხედავდა.

საინტერესოა, ვინ არის კახა სამხარაძე და რატომ მოხვდა ის ფლანგვის დეტექტორის ფოკუსში 4 წლის წინ, როდესაც ის შიდა ქართლის გუბერნატორად მუშაობდა?

კახა სამხარაძე  სამგორის რაიონის გამგებლად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა, მანამდე ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ 2014-2015 წლებში იყო თეთრიწყაროს გამგებლის პირველი მოადგილე, ხოლო მისი მეუღლე შპს ქართუ ჯგუფში მთარგმნელ-ბუღალტერის თანამდებობას იკავებდა.

2017-2018 წლებში სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო, ხოლო 2019 წლის მარტიდან-სექტემბრამდე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ფუნქციას ასრულებდა. აგრეთვე, შპს ქართუ ჯგუფში, კერძოდ ქართუ ლოჯისტიკში მუშაობს მისი მეუღლე ადმინისტრაციულ მენეჯერად.

შიდა ქართლის გუბერნატორობის პერიოდში, 2017 წლის აგვისტოში, კახა სამხარაძემ საკუთარი გუბერნიის თანამშრომლებისთვის და მათ შორის მისთვის ახალი სატელოფონო ბალანსის ლიმიტები დაამტკიცა, რა დროსაც საკუთარ თავს სატელეფონო ბალანსის ლიმიტად 400 ლარი დაუმტკიცა, რაც წლიურად 4800 ლარს უდრიდა. ხოლო მის მოადგილეებს 50-50 ლარიანი ლიმიტი დაუმტკიცა.

საჯარო მოხელეები კორპორაციული ნომრებით სარგებლობენ, რომელთა ტარიფიც ქვეყნის შიგნით, ნებისმიერ ქსელთან ზარის განხორციელება და 30 წუთის მანძილზე საუბარი 5 თეთრს უდრის. გამოდის, წლიური 4800 ლარით მას შეეძლო 96,000 ზარის განხორციელება და წლის განმავლობაში 2,880,000 წუთ ი ( 48 000 საათი, 2,000 დღე, მიახლოებით 5,5 წელი )

თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ საქართველოში არსებულ ქსელებზე ულიმიტო ტარიფის ჩართვა მაქსიმუმ 25 ლარი ღირს, გამოდის, რომ კახა სამხარაძეს მისი სატელეფონი წლიური ლიმიტით 192 თვის, 16 წლის განმავლობაში შეეძლო ულიმიტოდ ესაუბრა ყველა ქსელთან ქვეყნის შიგნით, რაც ნიშნავს, რომ მისი წლიური სატელოფონო ბიუჯეტი 2034 წლამდე ეყოფოდა.

ამ საკითხზე ფლანგვის დეტექტორი წარსულშიც წერდა, როგორც ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის მკაფიო მაგალითზე, თუმცა ამაზე რეაგირება სახელმწიფო უწყებებს არ მოუხდენიათ. 


წყარო:

 

  1.  https://www.facebook.com/squanderdetector/photos/2074149739527132 

  2. https://www.scribd.com/document/579160567/2018-07-1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98 - დანართი

  3. https://www.scribd.com/document/579160599/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94 - განკარგულება 

  4. https://declaration.gov.ge/ 

  5. https://www.radiotavisupleba.ge/a/31907818.html